განცხადების აღწერა
“ლავლი როუზის” ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს სთავაზობს.
განვიხილავთ 1 წლის წარმატებული გაყიდვების გამოცდილების მქონე კანდიდატებს მსგავს სფეროში. ინგლისურ ენაში B2 და რუსულ ენაში A2 დონე.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი), 10.00-18.00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზაქარია ფალიაშვილის 38 (მომავალში შესაძლებელია მუშაობა ნაწილობრივ დისტანციურად)
ანაზღაურება: 1800 – 3000 ლარი თვეში (KPI და ბონუსების ჩათვლით).
მოვალეობები:
- პოტენციური B2B მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება, ვიზიტი და გაყიდვა;
- მუშაობა CRM სისტემაში და რეპორტების მომზადება.
ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს “ლავლი როუზის”-თვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc2wcjK2sLtLQEECWq2lvK-EtoP8kS4Zelxvi9yYEAsz8Fx4g/viewform