განცხადების აღწერა
კომპანია “ბიომარკეტი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია “ბიომარკეტი” უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძართვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალეები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებეელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + % გაყიდვებიდან;
- საშუალო შემოსავალი: 2000–2500+ ლარი თვეში;
საუკეთესო შედეგების შემთხვევაში ბონუსი შეიძლება აღემატებოდეს 8550 ლარს;
დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის;
- სამუშაო გრაფიკის არჩევანი:
5/2 — 8-საათიანი სამუშაო დღე;
2/2 — 10-საათიანი სამუშაო დღე;
- სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი (10–14 დღე): 11:00–14:00 ან 15:00–18:00;
- 1-თვიანი მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა;
- ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უკვე არსებულ მომხმარებელთან კონტაქტის დამყარება;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
- შეკვეთების პროგრამულად (CRM) გაფორმება.
ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს.
ამიტომ გთავაზობთ:
- ძირითადი ბონუსების გარდა, ყოველკვირეულ ბონუსებს — შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება;
- სამოტივაციო ბონუსებს სტაჟირების პერიოდში — შენი პირველი ნაბიჯების მხარდასაჭერად;
- არაფინანსურ წახალისებებს სამუშაო კვირის განმავლობაში:პიცა, ხილი, ტკბილეული და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები;
- ყავა და ჩაი — შეუზღუდავად, ჩვენი კორპორაციული ენერგიისთვის;
- Fitpass ბარათი — ზრუნვა შენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე.
ჩვენ ვეძებთ:
- კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლ-ცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი);
- პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგზე;
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს;
- ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. დაინტერესებული ხართ? დარეკეთ WhatsApp-ის შემდეგ ნომერზე:+995 577 110 531