წესები და პირობები

ტერმინების განმარტება

საიტი – ვებგვერდი unijobs.ge

მმართველი კომპანია – ვებგვერდის – unijobs.ge მფლობელი კომპანია, შპს „უნიჯობს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405456885, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, თინა იოსებიძის ქუჩა, N 57, ბინა 16)

მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს

აპლიკანტი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს unijobs.ge-ს მომსახურებით, მოიძიებს სასურველ ვაკანსიას და აკეთებს განაცხადს

კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს unijobs.ge-ს მომსახურებით

ვაკანსია – მომხმარებელი კომპანიის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია გამოცხადებული სამსახურებრივი პოზიციის  შესახებ

ზოგადი პირობები

წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ წესები და პირობები არეგულირებს unijobs-ge-თ სარგებლობის პირობებს. Unijobs.ge არის აპლიკანტებისა და კომპანიების დამაკავშირებელი პლატფორმა. მმართველი კომპანია არ ფლობს და არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე განთავსებულ ვაკანსიებზე. ვაკანსიები ეკუთვნით კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ ვეგვერდის სერვისით. Unijobs.ge აპლიკანტებს აძლევს წვდომას კომპანიის მიერ განთავსებულ ვაკანსიებზე. კომპანიებს ენიჭებათ წვდომა თავიანთ მართვის პანელზე. კომპანიებთან ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გარკვეული ღირებულების სანაცვლოდ, კომპანიების მიერ unijobs.ge-ს მომსახურების მიღება. მომსახურების სანაცვლოდ, კომპანია იხდის უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისის საფუძველზე. აპლიკანტის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს. აპლიკანტს შეუძლია ვებგვერდზე CV-ს ატვირთვა და ვებგვერდიდან გაუსვლელად ვაკანსიებზე გაგზავნა ღილაკის გამოყენებით. გაგზავნილ CV-ს კომპანია მიიღებს ელ-ფოსტაზე და მართვის პანელზე. ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი გუნდი იზრუნებს მის გამოსწორებაზე. ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ info@unijobs.ge-ზე

რეგისტრაცია/ავტორიზაცია

მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტის მომსახურების მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესები და პირობები.

მომხმარებელი რეგისტრაცის გადის ვებგვერდზე შესაბამისი წესების დაცვით. რეგისტრაცია არის უფასო. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები.

აპლიკანტის შემთხვევაში:

  • სახელი და გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ-ფოსტა
  • საცხოვრებელი ქალაქი
  • სოციალური ქსელების ბმულები

კომპანიის შემთხვევაში:

  • კომპანიის დასახელება
  • კომპანიის აღწერა
  • კომპანიის ზომა
  • კომპანიის დაარსების თარიღი
  • საიდენტიფიკაციო კოდი
  • ელ-ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი
  • სოციალური ქსელების ბმულები

„Google ავტორიზაცია“

კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Google“-ით ავტორიზაციას. თუ თქვენ გაქვთ „Google“-ის ელექტრონული ფოსტა და დააჭერთ „Google“-ს, თქვენ ავტორიზებას გაივლით „Google“-ის პროფილით. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Google“-ით სარგებლობის პირობებს.

„Facebook ავტორიზაცია“

კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Facebook“-ით ავტორიზაციას. თუ თქვენ გაქვთ „Facebook“-ის პროფილი და დააჭერთ „Facebook“-ს, თქვენ ავტორიზებას გაივლით „Facebook“-ის პროფილით. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Facebook“-ით სარგებლობის პირობებს.

ცვლილებები წესებსა და პირობებში

წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.