UNIJOBS არის სამუშაო გამოცდილების არმქონე ახალგაზრდების და კომპანიების დამაკავშირებელი პირველი ციფრული პლატფორმა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ უნარები და განვითარების სურვილი, მაგრამ არ აქვთ რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება, იპოვონ მხოლოდ მათზე მორგებული ვაკანსიები.

პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს ციფრულად მართონ რეკრუტირების პროცესი, ხოლო მოტივირებულ ახალგაზრდებს – მარტივად  და ვებგვერდიდან გასვლის გარეშე, სულ რამდენიმე კლიკის მეშვეობით შეძლონ შესაბამისი პოზიციის ნახვა და სამუშაო გამოცდილების მიღება.