თურქულენოვანი თამაშის წამყვანი

განცხადების ვადა: 09/12/2026
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

“Evolution Georgia” – შვედური კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი სერვისის მიმწოდებელია ლაივ თამაშების ინდუსტრიაში, აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი თამაშის წამყვანის პოზიციაზე.

თუ გსურს სამუშაო მოქნილი გრაფიკითა და განვითარების პერსპექტივით, ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაოს აღწერა:

  • კამერის წინ თამაშის წარდგენა თურქულ ენაზე
  • თამაშის პროცესის მართვა
  • მომხმარებლისთვის დადებითი და ენერგიული გარემოს შექმნა

პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას, რადგან კომპანია უზრუნველყოფს ანაზღაურებად ტრენინგებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • თურქული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (A2-დან)
  • კომუნიკაციის უნარი
  • აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 960 ლარიდან 1900 ლარამდე + (მოქმედებს საბონუსე სისტემა)
  • პირველი სამი თვის განმავლობაში გამარტივებული საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია სწავლასთან ან სხვა სამსახურთან შეთავსება)
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • ინგლისური ენის კურსები
  • სრულად აღჭურვილი უფასო სპორტდარბაზი (იოგასა და ზუმბას კლასები) და FitPass
  • სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://careers.evolution.com/georgia/turkish-speaking-gp/

მსგავსი განცხადებები