Ქართულენოვანი თამაშის წარმდგენი

განცხადების ვადა: 09/12/2026
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

Evolution Georgia – შვედური კომპანია და ლაივ თამაშების ინდუსტრიაში საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი სერვისის მიმწოდებელი, აცხადებს ვაკანსიას ქართულენოვანი თამაშის წარმდგენის პოზიციაზე.

თუ ეძებ სამუშაოს მოქნილი გრაფიკითა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობით, ეს პოზიცია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

  • კამერის წინ თამაშების წარდგენა ქართულ ენაზე;
  • თამაშის პროცესის მართვა;
  • მომხმარებლებისთვის დადებითი და ენერგიული გარემოს შექმნა.

პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას, რადგან კომპანია უზრუნველყოფს სრულად ანაზღაურებად ტრენინგს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • აუცილებელია იყო სრულწლოვანი (18 წლის ან მეტი).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას 960 ლარიდან 1,900 ლარამდე + მოქმედებს საბონუსე სისტემა;
  • პირველი სამი თვის განმავლობაში გაუმჯობესებულ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (სამუშაოს სწავლასთან ან სხვა სამსახურთან შეთავსების შესაძლებლობას);
  • კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თურქული ენის კურსებს;
  • სრულად აღჭურვილ უფასო სპორტდარბაზს, იოგასა და ზუმბას ჯგუფურ კლასებს, ასევე FitPass-ს;
  • სტუდენტებისთვის სტიპენდიის მიღების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე:

https://careers.evolution.com/job/744000126492140

მსგავსი განცხადებები