სავაჭრო წარმომადგენელი

16/08/2024
1000 - 1600
განცხადების ვადა: 16/09/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  “შარმ ტრეიდინგი” ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos,  Lipton,  Calve,  Algida,  Persil,  Perwoll, Palette,  Gliss Kur,  Syoss, Fa,  Selpak, Freken Bok, Colgate, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა) 

სავაჭრო წარმომადგენლის , კახეთში.

ადგილმდებარეობა: ქ. თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 40 საათიანი სამუშაო კვირა)                                                                                          ანაზღაურება– ფიქსირებული+ ბონუსი (ჯამში 1000-1600ლარი) + საწვავი

ფუნქცია-მოვალეობები:

შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
შეკვეთების მიღება და გაფორმება
სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა

რას გთავაზობთ:

კომფორტულ სამუშაო გარემოს
თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
კარიერული განვითარების შესაძლებლობას
ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

აუცილებელი მოთხოვნები:

მართვის მოწმობა (B კატეგორია)
საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)

დამატებითი უნარები:

ორგანიზებული
ენერგიული
დეტალებზე ორიენტირებული
კომუნიკაბელური
მიზანდასახული
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 27 28 94

სადისტრიბუციო კომპანია “შარმ ტრეიდინგში” თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “შარმ ტრეიდინგი”-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

“შარმ ტრეიდინგი” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები