განცხადების აღწერა
კომპანია “iSpace” აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
ლოკაცია: თბილისი (თბილისი მოლი, გალერია თბილისი)
“iSpace” – Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში.
თუ გინდა:
დასაქმდე საერთაშორისო ორგანიზაციაში
გახდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple პროდუქტების ექსპერტი
გქონდეს წვდომა Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმასთან
იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებთან
შეისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და გახდე პროფესიონალი
გქონდეს კარიერული ზრდის ფართე არეალი და უნიკალური შესაძლებლობა
ჩაერთო თანამშრომლებზე გათვლილ ლოიალურობის პროგრამაში
გქონდეს დაზღვევა და სხვა ბენეფიტები
გქონდეს მაღალი ანაზღაურება, რომელიც არ არის შეზღუდული და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული მისი მოცულობა
იმუშაო პროფესიონალებთან ერთად
გსიამოვნებს გაყიდვები და ფლობ ინგლისურ/რუსულ ენას კარგად?
მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებელთა მომსახურება
მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
პროდუქციის განლაგება Apple სტანდარტების შესაბამისად
საჭირო უნარ-ჩვევები:
მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
გუნდური მუშაობის უნარი
დისციპლინირებულობა
სამუშაო რეჟიმიც დაგაინტერესებთ:
განაკვეთი – სრული.
ვმუშაობთ კვირაში 5 დღე (40 საათი) 2 დღე დასვენება. ცვლები: 10:00 – 19:00, 11:00-20:00, 13:00-22:00 (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი (საშუალოდ1700-2000)
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!