მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
- მთავარი
- მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ვინ ვართ ჩვენ
unijobs.ge-ს მფლობელი კომპანია, შპს „უნიჯობს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405456885, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, თინა იოსებიძის ქუჩა, N 57, ბინა 16)
დოკუმენტის მიზანი
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს unijobs.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა unijobs.ge-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით.
აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის
ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას პერსონალური ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვასა და მონაცემთა დამუშავებაზე. თანახმა ხართ და შესაბამისად გვაძლევთ უფლებას თქვენი პერსონალური მონაცემები, ჩვენს მიერ, გამოყენებულ იქნას მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად, სერვისის უზრუნველსაყოფად და მომსახურების გასაუმჯობესებლად. თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ, ამისთვის მოგვწერეთ info@unijobs.ge-ზე.
პერსონალური ინფორმაცია
ჩვენი ვებ-გვერდის / სერვისის გამოყენების პროცესში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას გარკვეული სახის პირადი და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. ასევე, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს მიერ მომხმარებლის აქტიურობის შესახებ (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) და ა.შ. ინფორმაცია შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის. პირადი და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია სახის პერსონალური ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
აპლიკანტის შემთხვევაში:
- სახელი და გვარი
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- საცხოვრებელი ქალაქი
- სოციალური ქსელების ბმულები
- მზა ჩანაწერები (cookies) და ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია
კომპანიის შემთხვევაში:
- კომპანიის დასახელება
- საიდენტიფიკაციო კოდი
- ელ-ფოსტა
- ტელეფონის ნომერი
- სოციალური ქსელების ბმულები
პერსონალური მონაცემების გაზიარება
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან პარტნიორ ორგანიზაციებთან. მომხარებლის მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელს აქვს unijobs-ის აქტიური ანგარიში. ანგარიშის გაუქმების შემდეგ იშლება ყველა პირადი მონაცემი.
გამოყენების პირობები
თქვენს მიერ unijobs.ge-ს გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.
„Google ავტორიზაცია“
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Google“-ით ავტორიზაციას. თუ თქვენ გაქვთ „Google“-ის ელექტრონული ფოსტა და დააჭერთ „Google“-ს, თქვენ ავტორიზებას გაივლით „Google“-ის პროფილით. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Google“-ით სარგებლობის პირობებს.
„Facebook ავტორიზაცია“
კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Facebook“-ით ავტორიზაციას. თუ თქვენ გაქვთ „Facebook“-ის პროფილი და დააჭერთ „Facebook“-ს, თქვენ ავტორიზებას გაივლით „Facebook“-ის პროფილით. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Facebook“-ით სარგებლობის პირობებს.
ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. წინამდებარე დოკუმენტზე დაყრდნობით unijobs ყველა შესაძლო ღონეს იხმარს პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.