Digitron
კომპანიის შესახებ
სს დიჯიტრონი არის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანია, რომელსაც ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს. ჩვენ ყვლასთვის კარგად ნაცნობ 1C პლათფორმაზე შევქმენით პირველი ქართული მინი ERP სისტემა ქლაუდზე და მომხმარებელს შევთავაზეთ უწყვეტი წვდომა ნებისმიერი ლოკაციიდან საკუთარ ბაზებზე.
პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის – 1C-ის ბაზაზე.
ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.