განცხადების ვადა: 12/12/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  „მიმინო კავკასიაში“  ეძებს კანდიდატს რეზერვაციების გუნდის წევრის პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

სამუშაოს აღწერილობა გულისხმობს სასტუმროების ჯავშნების მართვას.

მოლოდინები ჩვენი გუნდის ახალი წევრის მიმართ:

  • სასურველია, მცირე სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება/პრაქტიკები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან ისეთი ტიპის პოზიციაზე, რომელსაც დეტალებზე ორიენტაცია განსაკუთრებულად სჭირდება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • ტურისტულ კომპანიაში რეზერვაციების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია რუსული ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
  • სხარტი და დეტალებზე ორიენტირებული;

პირობები:

  • ანაზღაურება ფიქსირებული 1300 ლარი და ყოველთვიური ბონუსი. ხელფასის ყოველწლიური გადახედვის პრაქტიკა გვაქვს.
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • სამუშაო დრო: 40 სთ, ორშ-პარ;
  • გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 დეკემბერი, 2026წ.

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობას გიხდით „მიმინო კავკასიაში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!