მომხმარებელთა მომსახურების  ჯუნიორ მენეჯერი

განცხადების ვადა: 07/08/2026
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ლავლი როუზის” ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს სთავაზობს. 

ჩვენთან,  მომხმარებელთა მომსახურების  ჟუნიორ მენეჯერის როლში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ ბიზნეს უნარები, იმუშაოთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოსა.

განვიხილავთ კანდიდატებს ინგლისურ ენაში B2 და რუსულ ენაში B1 დონით.

ჩვენი მაღაზია მუშაობს ყოველ დღე, შაბათ – კვირის ჩათვლით.

გრაფიკი:  კვირაში 5 დღე, 09.00-17.00 ან 16:00-00:00,  მოქნილი მორგებული სწავლაზე  და გამოცდებზე. ასევე შესაძლებელია იმუშაოთ კვირაში ნაკლები დღეების რაოდენობა (3-5 დღე).

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზაქარია ფალიაშვილის 38.

ანაზღაურება: 1000-1200 ლარი თვეში (KPI-ის ჩათვლით).

მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით.
  • შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის – გასამზადებლად და კურიერისთვის – მისატანად.

ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს “ლავლი როუზის”-თვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfAbsCdfisCeYo7JKzSWWZ6hKXFfPZxxtxWXG9eMUUCNq2LQQ/viewform