განცხადების ვადა: 12/12/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  „მიმინო კავკასიაში“  ეძებს კანდიდატს  დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

სამუშაოს აღწერილობა 

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ყურადღებიან თანამშრომელს, რომელსაც მოსწონს კომპიუტერთან მუშაობა და შეუძლია დეტალებზე კონცენტრირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • დოკუმენტების დამუშავება და მოწესრიგება;
  • ინფორმაციის კომპიუტერში შეყვანა;
  • მონაცემების გადამოწმება;
  • შეცდომებისა და უზუსტობების აღმოჩენა;
  • ინფორმაციის განახლება და შენახვა.

მოთხოვნები:

  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და სიზუსტე.

გამოცდილება: მცირე გამოცდილება ამ მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. განიხილებიან დამწყები კანდიდატებიც.

პირობები:

  • 1000 ლარი ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა. ხელფასის ყოველწლიური გადახედვის პრაქტიკა გვაქვს.
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • პროფესიონალი გუნდი;
  • სამუშაო დრო: 40 სთ, ორშ-პარ;
  • შვებულების 28 დღე;
  • გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 დეკემბერი, 2026წ.

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობას გიხდით „მიმინო კავკასიაში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!