განცხადების აღწერა
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება;
- სავსე ყუთების შეფუთვა, პალეტებზე დალაგება და პალეტების გადაადგილება შესაბამის ლოკაციებზე;
- საკუთარი სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
- ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:
- გრაფიკი: სრული – წარმოების პროცესის შესაბამისად;
- ტრანსპორტირება საღამოს საათებში;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე – 591 12 83 61 ან 032 2 241 241.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.