დამფუძნებლის თანაშემწე

განცხადების ვადა: 25/10/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 

არქიში ვეძებთ დამფუძნებლის თანაშემწეს და გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები

  • დამფუძნებლის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
  • შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
  • მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა; 
  • დამფუძნებლისათვის მივლინებების ორგანიზება;
  • სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
  • პრეზენტაციების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები და მახასიათებლები

  • მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
  • პროცესებისა და პასუხისმგებლობების ფართო სპექტრის მართვის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალ დონეზე განვითარებული უნარი.

შერჩევის ეტაპები მოიცავს IQ-ს ტესტირებასა და თარგმანს ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები