ატრაქციონის მოლარე-ოპერატორი

განცხადების ვადა: 08/11/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

Hopihop არის საბავშვო ბატუტის პლატფორმა, რომელიც  წარმოდგენილია თბილისი მოლში. 

Hopihop-ის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება და უზრუნველყოს ბავშვების მხიარული განწყობა.

Hopihop გთავაზობთ დასაქმებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;

სამუშაო განაკვეთი:  კვირაში 40 სამუშაო საათი; 6 და 8 საათიანი სამუშაო ცვლები;

ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი +ბონუსი;

ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებლისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა. კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ფასების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;

ბავშვების მიღება და მათთვის დახმარების გაწევა ბატუტზე;

პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი;

მოთხოვნები:

მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

თავაზიანი მომსახურების უნარი;

შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!