#HRInsights – სულხან სახვაძე

გაგვაცანით Helio.AI-ის გუნდი

განცდის დონეზე თუ შეიძლება ეწოდოს „Dream Team“ ვინმეს ან რამეს, ეს Helio.AI-ის თიმია, ჩვენი სტარტაპი ოთხ ადამიანს აერთიანებს: იაკო (CEO), ნინი (COO), ნათია (CTO) და მე (CPO). საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება არის თავმოყრილი ამ თიმში და ის აერთიანებს როგორც ბიზნესის მენეჯმენტის, ისე ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით საინტერესო გამოცდილებას.

იაკო არის გამოცდილი მენეჯერი და სტარტაპ მოაზროვნე ლიდერი. ის იყო ერთ-ერთი მსხვილი ფინტექ კომპანიის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ლიდობით განვითარდა თვითმომსახურების ციფრული პროდუქტი, რომელიც აერთიანებდა 350+ კომპანიასა და 1000+ სერვისს. მან შეიმუშავა ციფრული პროდუქტის მომხმარებელთა ლოიალობის სისტემა, 1 მლნ დარეგისტრირებული მომხმარებლით. მან შექმნა ელექტრონული საფულე, შემდგომ კი, როგორც აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო ფინტექ კომპანიაში, გუნდთან ერთად, დაიწყო კავკასიის ფინტექს ბაზრის განვითარებადი სტრატეგიის განხორციელება, მათ შორის საქართველოში.

ნინის აქვს უდიდესი გამოცდილება მარკეტინგული და საოპერაციო მენეჯმენტის მიმართულებით.  ის მართავდა როგორც ფინტექ, ისე ტექ საერთაშორისო ბრენდების ცნობადობას, პარტნიორობას 300+ კლიენტთან და დამსაქმებლის ბრენდინგის ძლიერ სტრატეგიას 400+ თანამშრომელთან ერთად.

ნინი 9 თვეში 1200+ სტუდენტთან ერთად ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ონლაინ სტარტაპი შექმნა. იგი დღემდე მართავს ცნობილი კომპანიების ბრენდის სტრატეგიას და მარკეტინგულ კომუნიკაციებს. პარალელურად ნინი არის მოწვეული ლექტორი BTU უნივერსიტეტში.

ნათიას აქვს MCA ხარისხი მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. როგორც მანქანათმცოდნეობის ინჟინერმა რამდენიმე წლის წინ მან შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შერჩევის პლათფორმის მოდული ტექ ინდუსტრიისთვის, რომელიც ამოწმებს რეზიუმეებს NLP და განწყობის ანალიზის საშუალებით. ასევე, როგორც მანქანათმცოდნეობის ინჟინერმა მან შექმნა მანქანებისთვის გადასახადების სისტემა, რომელსაც დღემდე ყოველდღიურად იყენებს მილიონობით ადამიანი ინდოეთში. დღეისთვის კი, როგორც საფრანგეთისა და გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის საერთაშორისო AI კვლევითი ჯგუფის წევრი, ის იკვლევს ადამიანის ფიზიოლოგიური სიგნალებიდან და ვიდეოდან მისი ემოციების განსაზღვრის გზებს. ნათია ნასას კოსმოსური აპლიკაციების Aabstuman-ის, Euhack-ისა და Startup Drive-ის ჯილდოების გამარჯვებულია.

რაც შემეხება მე, მაქვს HR მენეჯმენტის 10+ წლიანი გამოცდილება როგორც შერჩევის, ისე ადმინისტრირების და განვითარების ნაწილში. ჩემი გამოცდილება მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე საცალო და ტექოლოგიურ კომპანიებში სამუშაო გამოცდილებას. კომპანიებში დანერგილი მაქვს  შიდა HR პლატფორები, ასევე გაკეთებული მაქვს სინქრონიზაციები საერთაშორისო POS-თან – Personio და SAP Success Factors. ამჟამად HRBP-ის როლში ვზრუნავ ტექ მიმართულებით მომუშავე თანამშრომლების ჩართულობასა და ბედნიერებაზე. ამასთავანე ვარ მიწვეული ლექტორი BTU უნივერსიტეტში სადაც ვკითხილობ სალექციო კურსს – HR საფუძვლები.

სტარტაპი – Helio.AI

რატომ გადაწყვიტეთ Helio.AI-ის შექმნა?

Helio.AI შექმნა რეალურ პრობლემას ეფუძნება. იაკო და ნინი, იმ დროისათვის თავიანთ არსებულ სამსახურებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი შერჩევის პროცესებში, ჰოდა ამ მეტად რთულმა საქმემ გაუჩინა მათ იდეა, რომ შეექმნათ ისეთი სტარტაპი, რომელიც ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

მერე უკვე მე შევუერთდი გუნდს და შემდეგ ნათია. Helio.AI-ს შექმნის გადაწყვეტილება დადგა რეალური საჭიროებიდან, რომ შეგვემსუბუქებინა ხელით საკეთებელი საქმე ადამიანებისთვის და მათ ყოველდღიურობაში ნაკლები რუტინა ყოფილიყო.

რა სახის სიახლეები შემოიტანა Helio.AI-მ ქართულ რეკრუტინგში?

Helio.AI არის პირველი და ერთადერთი სტარტაპი, შიდა მოდული კომპანიებისთვის, რომელიც სრულად ფარავს შერჩევის ეტაპს და ეს პროცესი არის გაციფრულებული, ხოლო მის მუშაობაში ჩართულია ქართულად სემანტიკურად გაწვრთვნილი ხელოვნური ინტელექტი. როცა ვახსენებ ხოლმე სემანტიკას, ამის გაგება უჭირთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია – ჩვენი ხელოვნური  ინტელექტი არ მუშაობს ე.წ. “keyword”-ებზე, არამედ ის ხვდება შინაარსს და აკეთებს ანალიზს. მაგალითად თუ ვაკანტურია პოზიცა „მედდა“ და კანდიდატს რეზიუმეში უწერია „ექთანი“, ე.წ. “keyword”-ებით ამის დაკავშირება ვერ მოხდება, ხოლო, ჩვენს შემთხვევაში სემანტიკურად გაწვრთვნილი ხელოვნური ინტელექტი ამას ხვდება, რომ „მედდა“ და „ექთანი“ ერთიდაიგივეა.

რაც შეეხება სიახლეს და მათ შორის ალბათ ერთ-ერთ მთავარს, რომლეიც Helio.AI-მ ქართულ რეკრუტინგში შემოიტანა, ეს არის ქცევა და განწყობა ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებში, რომ სრულებით არის შესაძლებელი ამ პროცესების გაციფრულება, ისე რომ ჩვენი სამუშაოს შესრულების ხარისხის მაჩვენებელი იყოს მაღალ დონეზე დროის, ენერგიის და ფინანსური რესურსების შემცირების დაზოგვის ხარჯზე.

რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტარტაპი კომპანიებს?

Helio.AI დღეს არსებული ვერსიით ქმნის ფუფუნებას, რომ განხორციელდეს ვაკანსიების მართვა ერთი არხიდან და ამავდროულად მოხდეს კანდიდატების მართვა ერთი სივრცეში. მისი შესაძლებლობები მოიცავს კომუნიკაციის სრულ ავტომატიზაციას და დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარ გამოწვევას HR-ში – ავტომატური რეპორტინგი/ანალიტიკა, რომელის გარეშეც დღეს ალბათ ბიზნესის კეთება უფრო რთულია.

ამ ეტაპზე რა ფუნქციონალებს ამატებთ Soft-ს?

ნამდვილად, მინდა გავაზიარო ინფორმაცია ახალი ფუნქციონალის შესახებ, რომელიც სრულიად ინოვაციური მიდგომა იქნება შერჩევების პროცესში. ეს არის გემიფიკაცია, თუმცა სრულიად ახალი მიდგომებით. წარმოიდგინეთ, ხართ კანდიდატი და რეკრუტერი გიგზავნით ლინკს, სადაც უბრალოდ უნდა ითამაშოთ შეიძლება ისტორიული ნაწარმოებიდან რაიმე ნაწყვეტი, ან მანქანების შეჯიბრი,  რეალურად კი შენზე, როგორც კანდიდატზე ამ დროს კეთდება შენი პიროვნების პროფილი ქცევით დონეზე, რომელიც განსაზღვრავს შენს უნარებს, კომუნიკაციას, კონფლიქტების მართვას, ემპათიას, კომპანიის კულტურასთან შესაბამისობას და სხვა. ანუ წარმოიდგინეთ, არამხოლოდ ადამიანის გამოცდილებას დაეყრდნობით შერჩევის დროს, არამედ Helio.AI მისცემს კომპანიებს შესაძლებელობს განსაზღვრონ კანდიდატების ქცევა სხვადასხვა მიმართულებით და უკვე არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღო.

ამავდროულად ეს პროცესი მისცემს კომპანიებს საშუალებას კომუნიკაციაში შევიდნენ Gen-Z თაობასთან, რომელთათვისაც ამ ეტაპზე არსებული სტანდარტული შერჩევის პროცესი სრულიად მოსაწყენია და დროა ყველამ გადახედოს ამ მიდგომას. გლობალიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში, ადამიანების ქცევა დიამეტრალურად იცვლება და მნიშვნელოვანია ჩვენც შესაბამისი პირობები შევქმნათ.

რა გამოცდილება მოგიტანათ ღონისძიებებმა, რომლებშიც მიიღეთ მონაწილეობა?

Helio.AI ჯერ პატარაა, რადგან 2 თვის წინ გაეშვა ჩვენი პროდუქტი, მაგრამ უაღრესად დიდია მისი შესაძლებლობები და განვითარების ტემპი და ამ გადმოსახედიდან უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ინვეთი სადაც მონაწილება მივიღეთ, მნიშვნელოვანი საკითხებზე უფრო სიღრმისეულად ფიქრის შესაძლობა იყო. აუცილებლად უნდა გამოვყო Web Summit 2023, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენციაა, Helio.AI კი გახდა რჩეული სტარტაპი თემაზე „Future of Work” და Showcase-ზე წარადგინა მისი პროდუქტი. მსგავსი შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ ვხვდებით, რომ გამოცდილების გაზიარება და კომუნიკაცია, განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

რატომ Unijobs?

შრომითი სივრცე დიდ ცვლილებებს განიცდის მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. იცვლება ურთიერთობების ფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. დღეისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის თანამშრომლების მოზიდვა-შენარჩუნება. ამ ურთულეს პროცესში Unijobs-მა მნიშვნელოვანი მისია აიღო თავის თავზე, შექმნა სირცე ადამიანებისავის რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ თავიანთ კარიერაში და სამუშაო გამოცდილებაში. ეს პროცესი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია და აუცილებელია დიდი რესურსი მიმართული იყოს ამ ნაწილში. აქედან გამომდინარე Helio.AI-ს, როგორც ინოვაციური მიდგომების მქონე სტარტაპს, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენს დიდ ძალისხმევას თქვენთან თანამშრომლობით გავუკეთოთ რეალიზება და ერთობლივად ხელი შევუწყოთ პროცესს, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შემატებს ქართულ შრომით სივრცეს.