5 მიზეზი რატომ უნდა მუშაობდე სწავლის პარალელურად

სწავლის პარალელურად სამსახურის მოძიებაზე ფიქრი არ გასვენებს?

Unijobs-ის გუნდმა კარგად ვიცით, რაოდენ რთული შეიძლება იყოს ეს პროცესი, თუმცა რამდენად შეუძლებელიც არ უნდა მოგეჩვენოს ორი განსხვავებული ცხოვრების დაბალანსება, გვინდა რამდენიმე მიზეზი გაგიზიაროთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

ციფრული სამყაროს ყველაზე განვითარებულ ერაში მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებამ შესაძლოა რამდენიმე წლით შეაფერხოს შენი პროფესიული წინსვლა, რადგან მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ შეძლებ იმ უნარებისა და გამოცდილების მიღებას, რაც შენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, შენთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი მოვამზადეთ, რომელიც სწორედ იმ უპირატესობებს ეხება, რაც სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყებას მოაქვს.

რეალური გამოცდილების მიღება

სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ სწავლის დროს, სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვნად გამოირჩევიან მათგან, ვინც არ მუშაობს. ეს ხდება იმიტომ, რომ პროფესიონალებთან ერთად ორგანიზაციაში მუშაობა გაძლევთ რეალურ გამოცდილებას. დღესდღეობით, ბევრ კომპანიას ურჩევნია დაიქირაოს სტუდენტები სამუშაო გამოცდილებით, რადგან ეს აჩვენებს მათ პასუხისმგებლობას, ჯანსაღ სამუშაო ეთიკასა და მონდომებას.

ახალი უნარების შეძენა და გაძლიერება

სწავლის პარალელურად მუშაობა დაგეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი არსებული უნარები და, რა თქმა უნდა, განავითაროთ ახლებიც, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენი კარიერული ზრდის პროცესში. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობასა და დროის მენეჯმენტს. უფრო მეტიც, დასაქმებულ სტუდენტებს ასევე უვითარდებათ თავიანთი შემოსავლების მართვის განსხვავებული უნარებიც, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.

მოქნილი უნარების შეძენა

ალბათ გსმენიათ მოქნილი უნარების შესახებ, რომელშიც ძირითადად ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები ერთიანდებიან, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, კრეატიული აზროვნება, გუნდური მუშაობა, დროის მართვა, ადაპტირებადობა და სხვა.. ამ უნარების ათვისება სასარგებლოა არამარტო სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. თუმცა, აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ დამსაქმებელი, ხშირად, სწორედ ამ უნარებს ეძებს შენში და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით იღებს.

დამატებითი შემოსავალი

ბავშვობაში, ალბათ ყველას ერთხელ მაინც გვიფიქრია როგორი წარმატებულები ვიქნებოდით იმ ასაკში, რასაც ახლა გავდივართ და როგორ ვიცხოვრებდით დამოუკიდებლად. დღეს კი ყველა ვხვდებით, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების გასაღები სწორედ დამატებითი შემოსავალია. დამოუკიდებლად ცხოვრება არ ნიშნავს აუცილებლად ცალკე გადასვლას, თუმცა სწავლის პარალელურად მუშაობა აუცილებლად დაგეხმარება იმ მცირე საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რომელიც შენს ყოველდღიურობაში ჩნდება.

საჭირო სანაცნობო წრის გაფართოება

საქართველოს ბაზარი დიდი მასშტაბის ნამდვილად არაა, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა როგორც სამსახურის მაძიებელს ეს გარკვეულწილად დაგეხმარება მარტივად დაამყარო კავშირები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან. შენი მონდომებითა და სწორ ადგილას ყოფნით, შესაძლოა გაიცნო ისეთი ადამიანები, რომლებიც შენს კარიერულ განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ.  

თუ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხე და ხარ სტუდენტი, რომელიც ეძებს ახალ თავგადასავლებს რეალურ სამუშაო გარემოში, მაშინ დროა Unijobs-ის ვაკანსიებს გადაავლო თვალი.

გახსოვდეს, არასდროს თქვა უარი ახალ გამოწვევებზე და არასდროს შეუშინდე მათ, გარდაქმენი შენი თეორიული ცოდნა რეალურ შედეგებად!