უნარები, რომლებიც ყველა კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ დღესდღეობით უნივერსიტეტში სტუდენტების რეკორდული რაოდენობა სწავლობს. ამიტომ, საჭიროა ეძიო გზებს, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, საკუთარი თავის რეალიზებაში დაგეხმარება. სწორედ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იწყება სამსახურის აქტიური ძიების პროცესი, ამ საფეხურზე გადასასვლელად კი რამდენიმე უნარის შეძენაა საჭირო, რათა სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყო.

სანამ unijobs-ის ვაკანსიებს გადახედავ, გირჩევ ეს სტატია წაიკითხო, რათა საკუთარი უნარების უკეთ გააზრება შეძლო.

კომერციული გამჭრიახობა

ხშირად, მხოლოდ საკუთარი ცოდნის გამოვლენა და საქმის მონოტონური წარმოება დამსაქმებლისთვის საკმარისი არაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხედავდეს რამდენად სწორად გაქვს გააზრებული კომპანიის ფასეულობები. ამიტომ, საჭიროა გესმოდეს დამსაქმებლის პოზიცია კონკრეტულ ბაზარზე და მიისწრაფვოდე ახალი მიზნებისკენ კომპანიასთან ერთად.

კონტაქტების დამყარების უნარი

სამწუხაროდ, სტუდენტების დიდი ნაწილი უნივერსიტეტს ამთავრებს ისე, რომ მათ არ შეუძლიათ ბიზნესის დონეზე კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. შესაძლოა აბსურდად მოგეჩვენოს, მაგრამ ეს არის პროფესიონალური უნარი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა არ ფლობს და ამით ძალიან დიდ შესაძლებლობებზე უწევთ უარის თქმა. გამოიყენე უნივერსიტეტის პერიოდი იმისთვის, რომ დაიწყო საჭირო კავშირების მოძიება. არასდროს თქვა უარი შენი თანატოლების, კურსელებისა და ლექტორების უკეთ გაცნობაზე, რადგან არასდროს იცი რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი შენი კარიერისთვის.

გუნდური მუშაობის უნარი

დამსაქმებლების უმეტესობა ვაკანსიის ტექსტში აუცილებლად წერს “გუნდური მუშაობის უნარის ქონას”. გუნდში მუშაობის უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფესიული უნარ-ჩვევაა, რომელიც გაძლევს საშუალებას ეფექტურად იმუშავო სხვა გუნდის წევრებთან, იყო მეტად ოპერატიული და ეფექტური. აქვე პატარა რჩევას მოგცემ, ეცადე უნივერსიტეტში მეტად იყო ჩართული პროექტში, გამოიჩინე ინიციატივები და ეცადე შენს თითოეულ გუნდის წევრს მარტივად დაუახლოვდე. იმ შემთხვევაშიც კი თუ მათგან პროექტის მიმართ პასიურ დამოკიდებულებას დაინახავ, ეცადე შენ იყო მათთვის მოტივაციის წყარო.

დროის მართვის უნარი

როდესაც უნივერსიტეტში სწავლობ და ლექციას შემთხვევით გამოტოვებ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მისი სხვა დროს აღდგენა მოგიწევს, თუმცა, უნდა გახსოვდეს, რომ სამსახურში ყველაფერი ასე მარტივად არაა. რამდენიმე დაგვიანების შემთხვევაში მეტად სავარაუდოა, რომ სულ მალე სამსახურის გარეშე დარჩე, ამიტომ გირჩევ თუ დამამთავრებელი კურსის სტუდენდი ხარ და დროის მართვა შენი ძლიერი მხარე არაა, ეს დროულად გამოასწორო და საჭირო რეჟიმის გამომუშავებაზე იმუშაო. თუ ფიქრობ, რომ დროს სწორად ვერ ანაწილებ, აუცილებლად შეადგინე მთელი დღის გეგმა, ეს დაგეხმარება იყო მეტად პროდუქტიული მთელი დღის განმავლობაში და მოასწრო ბევრად მეტი, მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.

კვლევის უნარი

როგორ წარმოგიდგენია ინფორმაციული კუთხით ყველაზე განვითარებულ დროში ცხოვრება კვლევისა და ძიების უნარის გარეშე? არ აქვს მნიშვნელობა რა სპეციალობას სწავლობ, შენს სასწავლო პროცესშიც ყოველთვის იქნება კვლევის ელემენტი. კვლევითი უნარების დახვეწა მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი თვისებაა, რომლის წყალობით გადაუჭრელი პრობლემები ნაკლებად, ან სულაც არ დგება, რადგან შენს კითხვებზე პასუხს სიღრმისეული კვლევებითა და ძიებით ყოველთვის იპოვი. ამ უნარის გამომუშავება მარტივი სულაც არაა, მაგრამ გირჩევ ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც თავში მოგივა, გამოიყენო საძიებო სისტემები. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაჯდება შენს ქვეცნობიერში და შენი ნებისმიერი კითხვისთვის საჭირო პასუხებს უფრო მარტივად აღმოაჩენ.

ცნობისმოყვარეობა

დღეს არის სწრაფი ცვლილებებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ხანა. რის შედეგადაც, ბიზნესში არსებული მეთოდები და ინსტრუმენტები ხშირად იცვლება. ასეთ გარემოში ადაპტაცია კი სწორედ ცნობისმოყვარე ბუნებითაა შესაძლებელი. სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი გაძლევს საშუალებას არ გაიყინო გარკვეულ საფეხურზე და იყო საინტერესო შენი მომავალი დამსაქმებლისთვის.

სულ ესაა, ვფიქრობ ამომწურავად მოგაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სტუდენტური ცხოვრების დაამთავრების შემდეგ, სამსახურის ძებნის პროცესში გამოგადგება. ახლა კი დროა Unijobs-ის ვაკანსიებს გაეცნო და შენი საინტერესო უნარებით მომავალი დამსაქმებლები გააოცო 🚀