დღევანდელ ბლოგში მეტად საინტერესო თემაზე მინდა გესაუბრო, რომელიც შესაძლოა მარტივად მოგეჩვენოს, თუმცა სამსახურის მაძიებლების უმეტესობა სწორედ ამ მარტივ შეცდომას უშვებს CV-ის შექმნისას. ჩვენ კი აქ იმისთვის ვართ, რომ მოგცეთ რჩევები, როგორ დაიმსახუროთ დამსაქმებლის კეთილგანწყობა, რათა გაზარდოთ დასაქმების შანსები.

სამუშაოს აღწერილობაში დამსაქმებლები ხშირად ითხოვენ soft და hard (იგივე რბილი და ტექნიკური) უნარების კომბინაციას. ტექნიკური უნარები დაკავშირებულია სპეციფიკურ ტექნიკურ ცოდნასთან და გამოცდილებასთან, ხოლო რბილი უნარები არის პიროვნების თვისებები, როგორიცაა ლიდერობა, კომუნიკაცია ან დროის მენეჯმენტი. ორივე ტიპის უნარები აუცილებელია სამუშაოების უმეტესობის წარმატებით შესრულებისა და წინსვლისთვის.

სწორედ ამ თემაზე მინდა გესაუბრო და უფრო კონკრეტულად აგიხსნა რა განსხვავებაა ამ ორ უნარს შორის და როგორ უნდა გამოიყენო ის რეზიუმეს შექმნისას.

განსხვავება

ძირითადი განსხვავებები ტექნიკურ უნარებსა და რბილ უნარებს შორის არის ის, თუ როგორ ხდება მათი შეძენა და გამოყენება სამუშაო ადგილზე. ტექნიკური უნარები ხშირად მიიღება სწავლის, კურსის გავლის ან სპეციფიური ტრენინგის საშუალებით. ისინი მოიცავს კომპეტენციებს, როგორიცაა გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება სამუშაო გარემოში.

რბილი უნარები უფრო ხშირად განიხილება, როგორც პიროვნული თვისებები, რომელთა განვითარებასაც შესაძლოა მთელი ცხოვრება მოუნდე. ისინი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მართავ დროს, როგორ ესაუბრები ადამიანებს ან როგორ უმკლავდები რთულ სიტუაციებს. 

ტექნიკური უნარებია:

  • უცხო ენების ცოდნა 
  • მონაცემთა ბაზის მართვის გამოცდილება
  • Adobe პროგრამის ცოდნა
  • Excel-ის ცოდნა
  • SEO/SEM მარკეტინგი
  • სტატისტიკური ანალიზი
  • მონაცემების მოპოვება
  • Mobile development
  • პროგრამული ენების ცოდნა, როგორებიცაა Perl, Python, Java, Ruby და სხვა.

რბილი უნარებია:

  • საიმედოობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გონებაგახსნილობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრეატიულობა
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • კრიტიკული აზროვნება
  • ადაპტაციის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • სწავლისა და განვითარების სურვილი
  • თანაგრძნობის განცდა

სულ ესაა, ვფიქრობ უკვე გაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ვაკანსიის მოთხოვნებს სწორად უპასუხო და საჭირო უნარები ერთმანეთისგან გამიჯნო. ამიტომ ახლა უკვე დროა Unijobs-ის მთავარ გვერდზე დაბრუნდე, საუკეთესო სტუდენტურ ვაკანსიებს გადახედო და რეზიუმეც შესაბამისად გამართო. წარმატებები 🚀

Comments are closed.