განცხადების აღწერა
ტურისტული კომპანია “Travel Door” აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერის/ტურ ოპერატორის პოზიციაზე.
“Travel Door Georgia” არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ქარვასლას შენობა
სამუშაო განაკვეთი: 40 საათი კვირაში
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ტურ პაკეტების შედგენა
** ტურ პაკეტების გაყიდვა
** გაყიდული ტურების სასტუმროს რეზერვაციების განხორციელება.
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება.
** კონკურენტი კომპანიების ტურების ფასების მონიტორინგი
** სავარაუდო შეკვეთების ჯავშნის სტატუსების განახლება და მონიტორინგი
** მენეჯერის მიერ დაკისრებული შესაბამისი დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი, ტურიზმის სფეროში (სავალდებულოა)
** ინგლისური ენის ცოდნა B2,C1 (სავალდებულოა)
** MS Office-ის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!