განცხადების ვადა: 17/11/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

„სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

 კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, 

ახალ წევრს დროებითი კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თანამდებობა დროებითია და გულისხმობს დასაქმებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე – 40 საათი, დღეში 8 საათი
  • დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
  • ანაზღაურების ოდენობა: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი: 

  • თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა (რუსთაველის მეტროს მიმდებარედ)
  • თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 
  • თბილისი, საბურთალო, ს/ც. სითი მოლი
  • თბილისი, ვარკეთილი, ს/ც. ისთ ფოინთი
  • რუსთავი, ჟიული შარტავას ქუჩა

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
  • პროდუქციის განთავსება თაროებეზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება;
  • პროდუქციაზე ფასების მითითება;
  • პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

  • გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობას – მზაობის შემთხვევაში ძირითად შტატში დასაქმებას;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
  • სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს;
  • კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577021010.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.