განცხადების აღწერა
“პარადისი ჯგუფი” 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani / Peak / Luhta / Colmar და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 6 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით – www.paradisi.ge.
“პარადისი ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე: სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლში” NEWBALANCE, NEWBALANCE ვაჟა-ფშაველას 20.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
კონკურენტული ანაზღაურება;
მოქნილი საბონუსე სისტემა;
კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
ჯანსაღი სამუშაო გარემო;
მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ფუნქციები და მოვალეობები:
მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა
მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
დარბაზის მოწესრიგება;
პროდუქციის მიღება და დარბაზში გადანაწილება;
პროდუქციის გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!