განცხადების აღწერა
საოჯახო ტექსტილის კომპანია „Manamo Home“ – აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
- სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი – კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
2 დღე – 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
4 დღე – 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@manamohome.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.