Advanced Audit and Consulting Company AACC
კომპანიის შესახებ
ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს არა მხოლოდ მიმდინარე დროის მოთხოვნებს, არამედ შეუძლია უპასუხოს მომავალში ბაზრის ყველა გამოწვევას. გაგვაჩნია რა სხვადასხვა საკუთრების ფორმებისა და ინდუსტრიის საწარმოების საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობები, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის საგადასახადო, ფინანსურ, იურიდიულ, HR, IT, due diligence და სხვა სახის პროფესიონალურ კონსულტაციებს.
ჩვენი მიზანია ახალი შესაძლებლობების წარმატებით ათვისება, მომსახურების ასორტიმენტის მუდმივი გაფართოებით და კლიენტის ყოვლისმომცველი მომსახურების შეთავაზებით. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ რაც უფრო სრულად დაფარავს კლიენტის დღევანდელ საჭიროებებს აუდიტორული ფირმა, მით უფრო ძლიერი და წარმატებული იქნება მისი პოზიცია ბაზარზე მომავალში.