ფილიალის მმართველი

15/07/2026
2500 - 6000
განცხადების ვადა: 15/08/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სტატუსი: სრული განაკვეთი
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი:
• ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00 (1 საათიანი შესვენება)
• შაბათი: 10:00 – 15:00

ანაზღაურება და მოტივაცია

საწყისი ეტაპი:
• ფიქსირებული ანაზღაურება – 3,000 ლარიდან (განიხილება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

შემდგომი ეტაპი:
• ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა
• ბონუსი დამოკიდებულია გაყიდვების შედეგებსა და პორტფელის ხარისხზე
• საშუალო ყოველთვიური ბონუსი: 2,500 – 6,000 ლარი

ვის ვეძებთ?

თუ გაქვთ ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ გაყიდვების მართვა, ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგების მიღწევა, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ფილიალის მმართველი იქნება პასუხისმგებელი როგორც ბიზნეს შედეგების მიღწევაზე, ისე გუნდის ეფექტიან მართვასა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციაზე.

რას გააკეთებთ?

• უზრუნველყობთ ფილიალის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას;
• მართავთ გაყიდვების პროცესს და ხელს შეუწყობთ ბიზნეს შედეგების ზრდას;
• იზრუნებთ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის ზრდაზე;
• მოიზიდავთ ახალ კლიენტებს და განავითარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ ბაზარზე;
• გააკონტროლებთ საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხს;
• ჩაერთვებით პრობლემური და ვადაგადაცილებული სესხების მართვის პროცესში;
• უხელმძღვანელებთ და განავითარებთ ფილიალის გუნდს;
• უზრუნველყოფთ კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პროცედურების დაცვას;
• მოამზადებთ ანგარიშებს და გააანალიზებთ ფინანსურ თუ ოპერაციულ შედეგებს.

თქვენ ხართ ჩვენი კანდიდატი, თუ:

• გაქვთ უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ან მონათესავე მიმართულებით;
• ფლობთ ფინანსურ სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
• გაქვთ გაყიდვების მართვისა და გუნდის ხელმძღვანელობის წარმატებული გამოცდილება;
• კარგად იცნობთ საკრედიტო პროცესებსა და ფინანსური ანალიზის საფუძვლებს;
• ფლობთ MS Office-ის პროგრამებს.

წარმატებისთვის მნიშვნელოვანია

• ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
• ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკების ფლობა;
• ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
• გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიული ეთიკა.

რას დაგახვედრებთ?

• კონკურენტული ანაზღაურება და გამჭვირვალე საბონუსე სისტემა;
• პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
• სტაბილური და მზარდი ფინანსური ორგანიზაცია;
• მხარდაჭერაზე ორიენტირებული და პროფესიონალი გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გააზიარეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Nanuka.asp@gmail.com

მსგავსი განცხადებები