განცხადების აღწერა
სს ″კურაციო″ აცხადებს 2 ვაკანსიას ულტრასონოგრაფიის კაბინეტში ასისტენტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
- ექიმის დავალებით, მონაწილეობის მიღება ანამნეზის შეკრებაში და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი
ვაკანსია I
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
კვირაში 14 სამუშაო საათი.
სამუშაო დღეები და საათები:
ორშაბათი -16:00 საათიდან 19:30 საათამდე
ოთხშაბათი – 09:30 საათიდა18:30 საათამდე
შაბათი – 14:00 საათიდან 17:00 საათამდე
ანაზღაურება – 295 ლარი
ვაკანსია II
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
კვირაში 15 სამუშაო საათი.
სამუშაო დღეები და საათები:
სამშაბათი – 15:00 საათიდან 19:30 საათამდე
ოთხშაბათი – 09:30 საათიდან 14:30 საათამდე
პარასკევი – 10:00 საათიდან 15:30 საათამდე;
ანაზღაურება – 315 ლარი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
გისურვებთ წარმატებას!