კურაციო
კომპანიის შესახებ
კლინიკის შესახებ
30 წლის წინ კლინიკა „კურაციოს“ დაარსების ძირითადი მიზანი იყო ოჯახის ექიმის
მომსახურების შეთავაზება სამედიცინო ბაზრისთვის. ჩვენი კლინიკა იყო პირველი კერძო
სამედიცინო კლინიკა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო ოჯახის ექიმების
მომსახურება, რომლის მიზანი დღემდე არის ”ზრუნვა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე
სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომი, უწყვეტი, მაღალხარისხიანი და დაცული სისტემის
მეშვეობით”.
ჩვენი კლინიკა მომხმარებელს ასევე სთავაზობს ფართო ამბულატორიული და ლაბორატორიული
სპექტრის სერვისებს, პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.
ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაზე ზრუნვა განაპირობებს ჩვენი კლინიკის კონკურენტულ
უპირატესობას. კლინიკის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებლებთან გრძელვადიანი
თანამშრომლობის პრინციპებს.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც პაციენტები თავს გრძნობენ დაცულად.