გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი

განცხადების ვადა: 20/10/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

Citrus.ge – ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge – ზე ხელმისაწვდომია 40 000 – ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია “ციტრუსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და განვადების ოპერატორის პოზიციაზე. 

რისი კეთება მოგიწევს

  • სატელეფონო , საიტიდან ან  სოც.ქსელების/ჩათის მეშვეობით შემოსული, პოტენცური მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის გაცნობა, მიმდინარე აქციებისა/სიახლეების შესახებ ინფორმირება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება.
  • საჭიროების შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
  • მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა.
  • წინასწარ განსაზღვრული ინდივიდუალური გეგმების შესრულება.

რისი ცოდნა დაგჭირდება

  • იყო სტუდენტი ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება;
  • გქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
  • სრულყოფილად ფლობდე ქართულ ენას;
  • სასურველია იცოდე ინგლისური და რუსული ენები სასაუბრო დონეზე.
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში, კვირაში 6 დღე. ხუთი 6 საათიანი ცვლა, ერთი 3 საათიანი ცვლა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე ასაღები) + კარგი საბონუსე სისტემა, ჯამური საშუალო გამოუშავება 1200-1500.

ჩვენ ასევე  გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით; 
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!