განცხადების აღწერა
ლოგისტიკური კომპანია “Royal Express” საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.
კომპანია “Royal Express” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დიღომი, აღმ. ხეივანი #19
სამუშაო განაკვეთი: 10:00 -18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი
რა უნდა გააკეთო?
- პოტენციური კლიენტების (ტვირთების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება
- ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში;
- ხელშეკრულების გაფორმება;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო ტვირთების მქონე კომპანიებთან;
- ბაზების მუდმივი განახლება;
რა შედეგებს უნდა მიაღწიო?
- KPI- საერთაშორისო ტვირთების რაოდენობის გაზრდა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განიხილება მხოლოდ ლოგისტიკურ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
- CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ან/და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პოზიტიურობა / კომუნიკაბელურობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.