განცხადების ვადა: 01/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს მისო “ბერმელი” / Bermeli აცხადებს  ვაკანსიას იურისტის (მინდობილი პირი) პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება;
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
  • ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან;
  • რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (“Microsoft Word” და “Microsoft Excel”)

პიროვნული თვისებები

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00;
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება – კვალიფიკაციის მიხედვით

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

მობილური: 568 700 300

მსგავსი განცხადებები