სხვადასხვა ორგანიზაციაში სტაჟირებას თუ არ ჩავთვლით, HR მიმართულება ჩემთვის HR ასისტენტის პოზიციით დაიწყო. ამჟამად ვარ პაშა ბანკისა და რე|ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნულ კომპანიებში 8 წელია, რაც ვმუშაობ. ჩვენი მთავარი სიძლიერე და უპირატესობა ჩვენი გუნდია. არჩევანის თავისუფლება, კარიერული ზრდა და პროფესიული განვითარება კი ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. თანამშრომლებს ვთავაზობთ როგორც პროფესიულ განვითარებასთან, აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ბენეფიტებს.
ახალი, გამოუცდელი თანამშრომელი ერთვება ონბორდინგის პროგრამაში. თითოეულ ახალ თანამშრომელთან ხდება გამოცდილი გუნდის წევრის მიმაგრება და თანამშრომელთა ბედნიერების ოფიცერი აქტიურად არის ჩართული ონბორდინგის მთლიან პროცესში, რათა უზრუნველყოს ახალი თანამშრომლის ეფექტური ინტეგრაცია გარემოსა და გუნდთან.
ჩვენ ვეძებთ იმ ადამიანებს, ვისაც კომფორტულ გარემოში, საერთაშორისო და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობა ხიბლავს, ეძებს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას და არ აშინებს ახალი გამოწვევები.
თუ კარიერას ახლა იწყებთ და გსურთ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი, Unijobs.ge-ის პლატფორმაზე ნამდვილად საინტერესო ვაკანსიებს წააწყდებით.