#გაიცანიუკეთHR – ქრისტი გურგენიძე

გამარჯობა, მე ქრისტი ვარ.

ევოლუშენ ჯორჯიაში ვმუშაობ 2021 წლიდან. თავიდან სტაჟიორად დავიწყე, HR დეპარტამენტში და დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ უკვე ტალანტების მოზიდვის უმცროსი სპეციალისტი გავხდი.

პირველი სამსახური სანაპიროს, მზეს, ზღვას, ტალღებს და ერთი სიტყვით – ბათუმს უკავშირდება.

ერთერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება არსებულ და მომავალ მეზღვაურებთან ურთიერთობა იყო. ჩვენ მათ კცალიფიკაციის ასამაღლებლად ვამზადებდით.  

მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამსახური, ალბათ არასდროს დამავიწყდება, ვფიქრობ, საკუთარი თავი ვიპოვე იმ დარგში, სადაც ამჟამად ვმუშაობ – ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის სფეროში.

წარმოიდგინეთ, რომ  წვლილი შეგაქვთ მრავალი ადამიანის კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, და თქვენი სამსახური არასდროს იქნება მოსაწყენი.

ჩემი აზრით, კომპანიები ადამიანებს გვანან –  თითოეულ კომპანიასაც აქვს თავისი ქცევები, ღირებულებები და მიზნები. ყველაფერი, რასაც ესა თუ ის კომპანია მოიცავს, კორპორატიული კულტურის ნაწილია და მის „პერსონას“ ქმნის. ევოლუშენიც სწორედ ისეთ ქცევებსა და ღირებულებებს მოიცავს, რაც მიმართულია თანამშრომელთა კმაყოფილების დონის ამაღლებისა და გუნდების პროდუქტიულად მუშაობისკენ.

ყველაზე კარგი, ჩემი აზრით, თანასწორი მიდგომაა, რაც კომპანიაში მუშაობის უპირობო წესია. ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და ყველას აზრი პატივსაცემი და საინტერესოა გარკვეულწილად.  

ალბათ ყველა ადამიანი სხვადასხვა რამეს აქცევს ყურადღებას, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების შესაძლებლობების არსებობა და ხელმისაწვდომობა.

და გართობა, გართობა და გართობა. ამ სტატიასაც ევო გეიმსის შედეგების გაცნობის პარალელურად ვწერ 😊

ჩემი აზრით, ახალ გარემოში ადაპტაცია, ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისთვის მეტნაკლებად – რთულია. ამ პროცესის გამარტივება კი ჩვენი ერთერთი ამოცანაა.

ახალი თანამშრომლების ტრენინგები ანაზღაურებადია, რათა მონაწილეები უფრო მომზადებულად და თავდაჯერებულად შეუდგნენ სამუშაო პროცესს.

ასევე, გვაქვს განსაკუთრებული ონბორდინგის პროგრამა, სადაც ვცდილობთ, გავაცნოთ ევოლუშენის მიზნები და ღირებულებები, ასევე ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ახალგაზრდების ტალანტების აღმოჩენასა და მათ გაძლიერებაზე გადის. .

ჩვენი კი ვეძებთ საინტერესო, მეგობრულ, განსხვავებულ  ადამიანებს, რომლებიც მზად არიან კომპანიაში ყოფნის პერიოდი პოზიტიურად გაატარონ და შეიძინონ ბევრი მეგობარი.

ევოლუშენის მთავარი ძალა განსხვავებულობაშია.

unijobs.ge არის ყველაზე ფერადი, მხიარული და მოქნილი პლატფორმა, სადაც ერთდროულად შესაძლებელია, როგორც ვაკანსიების მოძიება და სივის გაგზავნა სასურველ პოზიციაზე, ასევე იმ ბლოგების კითხვა, სადაც სხვადასხვა სასარგებლო სამსახურეობრივი რჩევა უკეთესად მოგვამზადებს და თავდაჯერებულობას შეგვმატებს გასაუბრებაზე წასვლის წინ.

ამაში დასარწმუნებლად, უბრალოდ შედით unijobs.ge.