“კორპორაციული კულტურა” უბრალოდ ტერმინი თუ მნიშვნელოვანი კომპონენტი

წინა ბლოგში ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კორპორაციული კულტურა რეკრუტინში. ამ ბლოგში კი მის მნიშვნელობაზე მოგიყვებით. 
კორპორაციული კულტურა ან კიდევ ორგანიზაციული კულტურა აერთიანებს კომპანიის ღირებულებებს, რწმენებს, წესებს, ნორმებს და განსაზღვრას თანამშრომელთა ურთიერთობას. 
კომპანია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია. შესაბამისად, აუცილებელია წინასწარ შედგენილი “წესებით” მუშაობა, რათა შენარჩუნდეს ბალანსი, კორპორაციული კულტურა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

კორპორაციული კულტურა უნიკალური მოვლენაა და შეიძლება იყოს იმდენი, რამდენი კომპანიაცაა, მაგრამ ძირითადად გამოიყოფა ოთხი სახის:

1. Clan Culture– მსგავსი კულტურის მქონე ორგანიზაციებში არის მეგობრული და საოჯახო გარემო. ეს არის გარემო, სადაც თითოეული წევრი ზრუნავს ერთმანეთის განვითარებაზე და საერთო მიზნების მიღწევაზე. 

2. Adhocracy Culture– კომპანიაში ყურადღება გამახვილებულია ინიციატივასა და ინდივიდუალურ თავისუფლებაზე. სამუშაო პროცესი არის უფრო დინამიკური, მიმართულია ინოვაციაზე და ახალი პროდუქტის შექმნისკენ. 

3. Market Culture– ამ შემთხვევაში მამოძრავებელი მოტივია წინასწარ დასახული მიზნების მიღწევა და გარემოც უფრო შეჯიბრებითია. 

4. Hierarchy Culture– კომპანია უფრო სტრუქტურირებულია და ტრადიციული ურთიერთობები აქვთ ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორაციული კულტურა?

თანამედროვე ადამიანისთვის მხოლოდ ანაზღაურება ან კარგ პოზიციაზე მუშაობა საკმარისი აღარ არის. მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღ გარემოში მუშაობა, რაც გულისხმობს ძალიან ბევრი კომპონენტის ერთობლიობას. კორპორაციული კულტურა სწორედ ამ კომპონენტების დანერგვასა და განვითარებას უწყობს ხელს. 

წარმატებული კორპორაციული კულტურა ხელს უწყებს თანამშრომლების ჩართულობის გაზრდას. როცა თანამშრომელი იზიარებს კომპანიის ღირებულებებსა და მისიას, ის უფრო მოტივირებულია და ჯანსაღი გარემო მის პროდუქტიულობას კიდევ უფრო ზრდის. ამგვარ გარემოში აინტერესებთ ინოვაციური იდეები და ხელს უწყობენ თანამშრომლის პიროვნულ და კარიერულ ზრდას. 

კორპორაციული კულტურის მუდმივი ხელშეწყობა აუცილებელია კომპანიის იდენტობის ფორმირებისთვისა და გრძელვადიანი წარმატებისთვის. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც განსაზღვრავს ორგანიზაციას. კულტურული ელემენტების მუდმივი შეფასება და გაძლიერება, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ხელს უწყობს პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნებას და ორგანიზაციულ მდგრადობას. 

წარმატებული კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი კარგი მაგალიათია GOOGLE. GOOGLE-თვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებში ხელი შეუწყოს კრეატიული აზროვნებას, შესაბამისად, ყველა ინოვაციური იდეა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რწმენაა ის, რომ სამუშაო უნდა იყოს სახალისო გამოწვევა.

არაჯანსაღ გარემოში მუშაობა ძალიან ამცირებს პროდუქტიულობასა და თავდაჯერებულობას. შეეცადე, შენი მომავალი სამსახურის შერჩევისას მოიძიო ინფორმაცია კომპანიის კულტურაზე და გქონდეს წარმოდგენა, თუ როგორი იქნება შენი მომავალი სამუშაო გარემო.