და მაინც, რა არის ნეთვორქინგი?

“ნეთვორქინგი” სიტყვაა, რომელსაც სამუშაო სივრცეში ხშირად გაიგებ, მაგრამ შეიძლება ბოლომდე არ გესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდისთვის. ამ ბლოგში შევეცდებით მოგიყვეთ “ნეთვორქინგიზე” და დაგანახოთ, როგორ შეუძლია მას დასაქმება უფრო მარტივი გახადოს.

პროფესიული ნეთვორქინგი ეს არის სოციალური ინტერაქცია, კავშირების დამყარება ადამიანებთან, რომლებიც ახლოს არიან შენს პროფესიასთან. ამ კავშირების დახმარებით კარიერის პირველივე საფეხურზე პროფესიულმა ურთიერთობებმა შეიძლება ბევრი ახალი კარიერული კარი გაგიღოთ და დასაქმებაში დაგეხმაროთ. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად უნდა ეწვიოთ unijobs.ge-ს.

როგორ შეუძლია ნეთვორქინგს დასაქმება გაამარტივოს?

რატომ არის ნეთვორქინგი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, ის გეხმარება არამხოლოდ ახალი სოციალური ურთიერთობების წამოწყებაში, არამედ უკვე არსებულის შენარჩუნებასა და გაღრმავებაში. რაც თავის მხრივ, დიდ გავლენას ახდენს როგორც პიროვნულ, ისე სოციალურ და პროფესიულ განვითარებაზე. შესაბამისად, იგი უმნიშვნელოვანესია ისეთი მიზნის მისაღწევად, როგორიცაა სასურველ ადგილას დასაქმება. ნეთვორქინგმა შეიძლება საფუძველი დაუდოს პროფესიონალ ადამიანებს შორის ახალი და კრეატიული იდეების გაცვლა-გამოცვლას, რაც განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა. სხვა ადამიანების პერსპექტივის დანახვამ და მათთან დისკუსიამ შეიძლება შთაგვაგონოს და მოტივაცია აგვიმაღლოს კიდეც.

ასევე, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ნეთვორქინგს შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ჩვენს თავდაჯერებულობაზე. ერთი შეხედვით შეიძლება ინტროვერტი ან მორცხვი ადამიანისთვის მაინცდამაინც მიმზიდველად არ ჟღერდეს ეს ყველაფერი. თუმცა ნეთვორქინგი თავდაჯერებულობაზე “სავარჯიშოდ” მშვენიერი საშუალებაც კია, რადგან პროფესიული ურთიერთობების განვითარება გვეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობები და დასაქმება გავიმარტივოთ.

ნეთვორქინგი პოსტ-პანდემიურ რეალობაში

საინტერესოა როგორ შეიცვალა ნეთქვორქინგი ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ რეალობაში. პანდემიას დიდი გავლენა ჰქონდა ადამიანების ყოველდღიურობაზე, არაერთ სფეროზე და ეს გავლენა ზოგიერთ სფეროში დღემდე გრძელდებოდა. არ მხრივ, არც ნეთვორქინგი იყო გამონაკლისი.

სოციალურ დისტანციას პასუხი კორპორაციულმა სამყარომ ისეთი სოციალური პლატფორმებით გასცა, როგორიც არის Zoom, Microsoft Teams, Skype და სხვა. მართალია ზოგისთვის ეკრანით კომუნიკაცია არ არის ისე პერსონალური, როგორც პირისპირ, თუმცა იმ დროისთვის გონივრული გამოსავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთი სული ჰქონდა როდის დაუბრუნდებოდნენ ცხოვრების ძველ რეჟიმს, პანდემიის დასრულების შემდეგ, ვირტუალური კონვენციები და სოციალური პლატფორმები კორპორატიული ცხოვრების თანმდევი გახდა და ნელ-ნელა ჰიბრიდულმა სისტემამ დაიწყო ფორმირება. დღესდღეობით ვირტუალური ნეთვორქინგიც საკმაოდ მოსახერხებელია. შეიძლება ითქვას, რომ პირიქით, უფრო გაამარტივა ურთიერთობები, აზრის გაცვლა-გამოცვლა, მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობა. ასევე, უფრო მოქნილი გახადა დასაქმება.

რა სივრცეებია ნეთვორქინგის საუკეთესო საშუალება?

პირველ რიგში, ეს არის სამუშაო სივრცე. იქ, სადაც შენს კოლეგებთან ერთად მუშაობ საინტერესო იდეებზე. შესვენებები კი გამოიყენე ადამიანებთან როგორც პროფესიული, ასევე, მეგობრული ურთიერთობები დასამყარებლად. ღონისძიებებზე, ფორუმებსა და ლექციებზე დასწრება კი ამ კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს და გაამრავალფეროვნებს. რაც შეეხება, ონლაინ სივრცეს, ამ მხრივ, ცალკე გამოსაყოფია პლატფორმა “Linkedin”, სადაც შეგიძლია ვირტუალურად გაიცნო შენს პროფესიაში მომუშავე ადამიანები, მარტივად გაეცნო სიახლეებს, მიიღო საინტერესო ინფორმაციები და რჩევები, ასევე, თავად მოუყვე შენი გამოცდილებაზე და თავადაც გააზიარო რჩევები. და რაც მთავარია, შეძლო დასაქმება!

ამ ბლოგში მოყოლილი უპირატესობებით არ მთავრდება ნეთვორქინგის შესაძლებლობები, ამიტომ არ დაგავიწყდეს, რომ კომუნიკაცია არის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და ყველაფერი შენს ხელშია. ხოლო როდესაც ამ საჭირო უნარს გამოიმუშავებ, არ დაგავიწყდეს შეამოწმო ვაკანსიები unijobs.ge-ზე.