განცხადების აღწერა
გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი და დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას მსოფლიოში!
კომპანია ‘’ტელექსი ‘’ აცხადებს ვაკანსიას “სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის” პოზიციაზე.
თუ ხარ:
- თუ ხარ ენერგიული;
- პოზიტიური;
- კომუნიკაბელური;
- მიზანდასახული;
- შრომისმოყვარე;
- თავდაჯერებული;
- დისციპლინირებული;
თუ გიყვარს ლიტერატურა და ადამიანებთან ურთიერთობა, მაშინ ეს შანსი შენთვისაა!
ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი შენი გამოცდილება ან განათლება, ჩვენთვის საინტერესოა შენი პიროვნება და წარმატების მიღწევის სურვილი.
რატომ ჩვენ?
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი. ჩვენ გთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
- შეგიძლია აირჩიო 4, 5 ან 6 სამუშაო დღე კვირაში.
იმუშაო 14-დან 40 საათამდე, გსურს დილის თუ გსურს საღამოს ცვლაში. - თავად შეარჩიო დასვენებისთვის კვირის ნებისმიერი დღე.
შეიძენ განსაკუთრებულ უნარებს, რომელიც დაგეხმარება, როგორც კარიერულ წინსვლაში ასევე პირად და სოციალურ ცხოვრებაში, როგორებიცაა:
- კომუნიკაციის უნარები – ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობის მართვა.
- მოლაპარაკების უნარები – მოლაპარაკებების წარმოების და შეთანხმებების მიღწევის უნარი.
- პრობლემების გადაჭრის უნარები – პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის კრეატიული მიდგომები.
- დროის მართვა – დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
- გუნდის მუშაობის უნარი – თანამშრომლობა და გუნდურ გარემოში მუშაობა.
- მოტივაცია და ლიდერობა – თვითმოტივაცია და ლიდერული უნარების განვითარება.
- ემოციური ინტელექტი – ემოციების მართვა და სხვებთან ემპათიური ურთიერთობა.
- მხარდაჭერა და განვითარება – მუდმივი მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება.
კონკურენტული ანაზღაურება:
- 3,30 სამუშაო საათი, ორშაბათი – პარასკევი, 10:00-14:00 & 18:00-22:00. ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი პლუს პროცენტი გაყიდვიდან საშულო ხელფასი ხელზე ასაღები 500-700 ლარი.
- 5 სამუშაო საათი, ორშაბათი – შაბათი, 10:00-16:00 & 16:00-22:00. ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი პლუს პროცენტი გაყიდვიდან საშულო ხელფასი ხელზე ასაღები 700 – 1000 ლარი.
- 7 სამუშაო საათი, ორშაბათი – შაბათი, 10:00-18:00 & 14:00-22:00. ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი პლუს პროცენტი გაყიდვიდან საშულო ხელფასი ხელზე ასაღები 1500-3000.
საუკეთესო სამუშაო გარემო:
მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი თავს კარგად გრძნობს.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 399 000.
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი!
გისურვებთ წარმატებას!