განცხადების აღწერა
მასწავლებელი / საგანმანათლებლო პროგრამის ინსტრუქტორი – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი
UCMAS Georgia ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს საგანმანათლებლო გუნდს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
ვაკანსია განკუთვნილია როგორც მასწავლებლის გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება განათლების სფეროში და სიამოვნებს ბავშვებთან მუშაობა.
UCMAS-ში მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ პროფესიული ტრენინგი.
ძირითადი მოვალეობები
• UCMAS-ის მეთოდოლოგიით ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება;
• პოზიტიური და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნა;
• მოსწავლეთა პროგრესისა და დასწრების მონიტორინგი;
• მშობლებთან და UCMAS-ის გუნდთან პროფესიული კომუნიკაცია;
• მოსწავლეების მომზადება შეფასებების, გამოცდებისა და შეჯიბრებებისთვის;
• ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა;
• UCMAS-ის აკადემიური სტანდარტების დაცვა.
ვეძებთ კანდიდატებს, რომლებიც:
•სიამოვნებით მუშაობს ბავშვებთან და დაინტერესებულია განათლების სფეროთი;
• არის კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და პუნქტუალური;
• არის ენერგიული, მომთმენი და შეუძლია ბავშვების ჯგუფთან მუშაობა;
• მზად არის ისწავლოს და იმუშაოს UCMAS-ის მეთოდოლოგიით;
• სრულყოფილად ფლობს ქართულ და მინიმუმ საშუალო დონეზე — ინგლისურ ენას.
სწავლების, რეპეტიტორობის ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
რას გთავაზობთ
• UCMAS-ის პროფესიულ ტრენინგსა და სერტიფიცირების შესაძლებლობას;
• მზა სასწავლო პროგრამას, მეთოდოლოგიასა და მასალებს;
• მუდმივ აკადემიურ მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებას;
• ეროვნულ და საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობას;
• სტაბილურ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას UCMAS Georgia-ში.
სამუშაო ადგილი
ვაკანსიები ხელმისაწვდომია შემდეგ ქალაქებში:
თბილისი | ბათუმი | ქუთაისი
განაცხადის გამოგზავნისას კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს სასურველი ქალაქი.
სამუშაო გრაფიკი
სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით გვაქვს ორი ვარიანტი:
ნახევარ განაკვეთზე დასაქმება – სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა
ანაზღაურება: თვეში 600–800 ლარი, სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
სრულ განაკვეთზე დასაქმება – სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა + კვირის 4 სამუშაო დღე (ჯამური სამუშაო დრო არ აღემატება კვირაში 40 საათს)
ანაზღაურება: თვეში 1,200–1,500 ლარი, სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი დამოკიდებული იქნება ქალაქზე, სასწავლო ჯგუფებსა და დატვირთვაზე და დეტალურად განიხილება შერჩეულ კანდიდატებთან.
კანდიდატი მზად უნდა იყოს იმუშაოს სასკოლო საათების შემდეგ და/ან შაბათ-კვირას, შესაბამისი ცენტრისა და ჯგუფების განრიგის მიხედვით.
როგორ გამოგზავნოთ განაცხადი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: BATUMI@UCMAS.GE
ელფოსტის სათაურში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ: Teacher / Education Instructor – [ქალაქი]
მაგალითად: Teacher / Education Instructor – Batumi
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!