უნივერსალური მოლარე-ოპერატორი  (დღის ცვლა და ღამის ცვლა)

განცხადების ვადა: 07/11/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ” აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის  (დღის ცვლა და ღამის ცვლა) პოზიციაზე ქ. თბილისსა და რეგიონებში;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :

  • ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია; 
  • სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება;
  • ოქროს შეფასების ცოდნა (არ არის აუცილებელი მოთხოვნა, შესაძლებელია ადგილზე შესწავლა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები :

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

  • ღამის ცვლა –  3 დღეში ერთხელ, საღამოს 10:00სთ-დან დილის 10:00სთ-მდე (12 საათიანი ცვლა);
  • დღის ცვლა  – 10:00სთ-დან 16:00სთ-მდე, ან 16:00სთ-დან 22:00სთ-მდე; 
  • გამოსაცდელი ვადა – 6 თვე;
  • ანაზღაურება: 1000 ლარამდე (გადასახადების გამოკლებით) + ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია აქ ან დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!