განცხადების აღწერა
“ტერმინალი” არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://terminal.center
“ტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის ქ. N34
სამუშაო საათები: 09:00-21:00, კვირაში 2 სამუშაო დღე (შაბათი და კვირა)
ძირითადი მოვალეობები:
- სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
- წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
- ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება – დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
- პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
- სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
- გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
- მომხმარებლებზე ორიენტირებული;
- მეგობრული;
- საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა;
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (შაბათ-კვირის ადმინისტრატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.