გაყიდვების კონსულტანტი

განცხადების ვადა: 28/08/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

sbmstore, როგორც მონობრენდული მაღაზია ქართულ ბაზარზე 2012 წელს, JOMA – ს

სახელწოდებით გამოჩნდა. სახელი მომდინარეობდა იმ ბრენდისგან, რომელსაც იმ

დროისთვის კომპანია წარმოდგენდა. რებრენდინგის შემდეგ ჩამოყალიბდა მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი sbmstore, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი გახდა: Kappa, SELECT, JOMA, uhlsport, MUNICH SPORT, FESSURA;

sbmstore ორიენტირებულია საქართველოში სპორტული საცალო და კორპორატიული ვაჭრობის კულტურის განვითარებაზე. როგორც წამყვანი მულტიბრენდული სპორტული მაღაზია, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შემოვიტანოთ უმაღლესი ხარისხის სპორტული ბრენდები ადგილობრივ ბაზარზე.

სბმ თიმ ეძებს გუნდის წევრს, რომელიც მზად არის გამომწვევებისთვის და დაინტერესებულია კარიერიული წინსვლით.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო პირობები : 5 სამუშაო დღე 2 დასვენება; კვირაში 40 საათი.

ანაზღაურება ფიქსირებული: 900 + ბონუსი, საშუალოდ 1200-1500 ლარი

კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

  • გამართული მეტყველება;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობა, პროდუქციის შეთავაზება გაყიდვა.
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა, ასევე განთავსება და დალაგება.
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება.
  • მენეჯერის მითითებების შესრულება.
  • კოლექციის მიღებაში მონაწილეობა.

    ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

მსგავსი განცხადებები