განცხადების აღწერა
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – POS საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი,
ქალაქში – თბილისი,
“ბს/2 ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – POS საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი
ბს/2 ჯორჯია
POS
საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი
“ბს/2” ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -“Penki Kontinentai” ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო ადგილი:
სამუშაო დრო: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00სთ (1სთ. შესვენება)
სამუშაო დრო:
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობებია:
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობებია:
- შიდა სამუშაო პროგრამაში შემოსული დავალებების დამუშავება, დავალებების გადანაწილება ლოგისტიკურად და მარშრუტების დაგეგმვა ტექნიკოსებისთვის, დანიშნული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
- ტექნიკოსების შესაბამისი ინვენტარით უზუნველყოფა და მათი დისტანციური მხარდაჭერა;
- ტექნიკოსების ავტომობილების საწვავის ხარჯის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური ან IT მიმართულებით;
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული მინიმუმ B1 დონე;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას: 1200₾ (NET/ხელზე ასაღები);
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fit pass ბარათს;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ბს/2 ჯორჯია”-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/xRfnLR5b