განცხადების ვადა: 19/10/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“ტერმინალი” არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  https://www.terminal.center/

შემოუერთდი ჩვენს გუნდს ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.  ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში. 

მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის ქ. N34

სამუშაო საათები: 21:00 PM – 09:00 AM, 15 სამუშაო ღამე თვის განმავლობაში;

ძირითადი მოვალეობები:

  • სივრცის წევრებისა და ვიზიტორების მიღება;
  • თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
  • ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება – დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
  • პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
  • სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
  • გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.


ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

  • მომხმარებლებზე ორიენტირებული;
  • მეგობრული;
  • შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურად;
  • შეუძლია გუნდური მუშაობა.

დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.



თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ღამის ადმინისტრატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება  მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.