განცხადების აღწერა
იტალიური სანაყინე-საკონდიტრო ჯეჯელატო ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ერთგულ თანამშრომლებს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში
სამუშაო გრაფიკი – 6 – 7 საათიანი ცვლები
ანაზღაურება – საათობრივი + ბონუსი
ადგილმდებარეობა – თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და სალაროსთან შეკვეთების მიღება;
- პროდუქტის ასორტიმენტისა და მისი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
- პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა;
- სამუშო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
- პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
- მიტანის სერვისებთან მუშაობა;
საჭირო უნარები:
- მაღალი პასუხესმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პოზიტიურობა და მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სალაროსთან;
- ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება
- ანაზღაურებადი სტაჟირებას;
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
- საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას;
- Fitpass;
- სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სამოტივაციო წახალისებებს
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!