EA გაყიდვების კონსულტანტი

განცხადების ვადა: 06/09/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

მაღაზია Emporio Armani Tbilisi აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიაზე.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე . ასაკის ზედა ზღვარი – შეზღუდვების გარეშე. 
  • პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
  • სამუშაო განრიგი:  კვირაში 5 დღე, ცვლებში: 

               11:00 -20:00 

               12:00- 21:00 

  • ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • შერჩევის ფორმა: გასაუბრება 
  • გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს  მოთხოვნებს 

აუცილებელი მოთხოვნა: 

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები – საკომუნიკაციო დონე;
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ფლობა.

 ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურეობის და კონსულტაციის გაწევა; 
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით   გამოაგზავნოთ შემდეგ ელ – მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: EA გაყიდვების კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან. 

რეზიუმე ფოტოს  გარეშე  არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები