განცხადების აღწერა
“შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. “შარმ ტრეიდინგი” ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა.”
სადისტრიბუციო კომპანია ,,შარმ ტრეიდინგი “ Unilever Food Solution & flora-ის ბრენდებისთვის აცხადებას ვაკანსიას Brand Chef (Ambassador)-ის პოზიციაზე
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის მოთხოვნასა და კვალიფიკაციაზე)
ძირითადი მოვალეობები:
- ჰორეკა სექტორისათვის პროდუქციის შეთავაზება/პრეზენტაცია;
- ჰორეკა სექტორში ახალი ობიექტების მოძიება;
- ახალი რეცეპტების შექმნა და არსებული რეცეპტების გაუმჯობესება;
- შეთავაზებული პროდუქციით კერძების მომზადება;
- კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- მარკეტინგული აქტივობების შემუშავება/განხორციელება (როგორიცაა სხვადასხვა აქტივობები, PRკამპანიები და ა.შ)
- პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- კულინარიული სტანდარტების ჩამოყალიბება/გაუმჯობესება;
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა;
- ყოველთვიური გეგმის შესრულება;
- ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება;
- ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებები, საჭიროების შემთხვევაში.
მოთხოვნები:
- განათლება: ტურიზმის, კულინარიის ან კვების ტექნოლოგიების მიმართულებით;
- სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ 6-7 წლიანი გამოცდილება (სასურველია 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მუშაობის გამოცდილება);
- სუ შეფის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- საზღვარგარეთ მივლინებებისათვის მზაობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- გადაადგილების ხარჯის ანაზღაურება
- ტრენინგები
- ულიმიტო სასაუბრო დრო
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში CV გააგზავნეთ შემდეგ მეილზე: vacancy@sharmtrading.ge