განცხადების აღწერა
BDO აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში
BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება კომპანიებს უწევს საბუღალტრო და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას. ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს მის პორტფელში არსებული კლიენტი კომპანიებისთვის საბუღალტრო მომსახურების გაწევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.
გისურვებთ წარმატებას!