განცხადების აღწერა
კომპანია “არქი”, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- ციფრული პლატფორმების მართვა (facebook , Tiktok, Linkedin, Instagram);
- სოციალური ქსელებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- არსებული სტრატეგიის მიხედვით ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში აქტიური ჩართულობა;
- სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
- სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
- სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა;
- სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება გაუმჯობესების მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინ B2
- Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!