აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი Level II

განცხადების ვადა: 04/03/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი Level II (Application Support Specialist – Level II)

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპ“-ი აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი – Level II პოზიციაზე

ვაკანსია განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება ბიზნეს-კრიტიკული აპლიკაციების მხარდაჭერაში და შეუძლიათ ინციდენტების, პრობლემებისა და ცვლილებების მართვა მეორე დონის (Level II) მხარდაჭერის ფარგლებში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  აპლიკაციების მეორე დონის მხარდაჭერა (Level II Support)
  •  Level I მხარდაჭერის მიერ ესკალირებული ინციდენტების დამუშავება
  •  აპლიკაციების მუშაობის მონიტორინგი, სისტემური ლოგების კითხვა და ანალიზი
  • განმეორებითი პრობლემების შემხვევაში Root Cause – ის ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტირება
  • ინციდენტების ესკალაცია დეველოპმენტისა და სხვა გუნდებთან (DevOps, Development, Vendor)
  •  მონაცემთა ბაზებთან მუშაობა,  პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით
  •  პრობლემების  ფიქსაცია და დოკუმენტირება
  • აპლიკაციის Business Flow-ების შესწავლა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  •  MS SQL Server ან PostgreSQL-თან მუშაობის გამოცდილება და  პრაქტიკული ცოდნა
  •  Query-ების  გაშვება/ანალიზი, Stored Procedure-ების წაკითხვა
  •  ლოგების ანალიზის გამოცდილება სხვადასხვა ხელსაწყოთი Kibana/Grafana/Splunk ან სხვა 
  •  Windows  და LInux Server გარემოს საბაზისო ცოდნა;
  •  API დონეზე Request/Response-ის ანალიზი და ინტეგრაციის პროცესების დიაგნოსტიკა
  • API ტესტირებისა და დიაგნოსტიკის ხელსაწყოების ცოდნა (მაგ: Postman, SoapUI)
  • Jira/Confluence-ში ან მსგავს სიტემებში, ოპერაციული პროცესების და ინსტრუქციების დოკუმენტირება
  • სასურველია ITIL v4   ცოდნა.

სასურველი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან დაკავშირებულ სფეროში 
  • ფინანსურ ან საბანკო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  •  ERP/Odoo სისტემების ცოდნა
  •  სასურველი Python სკრიპტინგის საბაზისო ცოდნა
  •  ინგლისურ ენაზე ტექნიკური კომუნიკაცია

დოკუმენტაცია: ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და მომხმარებლისთვის ინსტრუქციების შექმნის უნარი.

სამუშაო პირობები:

– სრული განაკვეთი;

– სამუშაო დრო: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:30;

– გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

– ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@scapp.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ: „აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი (Level II)