მითხარი როგორია შენი სოციალური მედიის პროფაილი და გეტყვი ვინ ხარ შენ! პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ჯერ კიდევ არ გიფიქრია იმაზე თუ რა გავლენა აქვს შენს აქტიურობას სოციალურ მედიაში დამსაქმელებზე, მაშინ ეს სტატია ბოლომდე უნდა წაიკითხო.
გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ დღევანდელ ეპოქაში, დამსაქმებლები პოტენციურ თანამშრომლებსაც კი ინტერნეტ სივრცის დახმარებით ეძებენ. ამიტომ, სტუდენტობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს სწორი მიმართულება, თუ როგორ მართო შენი სოციალური ქსელები იმისთვის, რომ დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინო. დამიჯერე, ეფექტურად ნამართი სოციალური სივრცე შესაძლოა ოქროს ბილეთი აღმოჩნდეს საოცნებო სამუშაოს ძებნის პროცესში. სანამ unijobs-ის ვაკანსიებს გადახედავ და სივების გაგზავნას დაიწყებ, გირჩევ ჩვენს რჩევებს გაეცნო და პერსონალური ბრენდის შექმნაზეც იფიქრო. ✨
1. აირჩიე სოციალური პლატფორმა გონივრულად
მას შემდეგ, რაც ზუსტად გააანალიზებ რა სახის უნდა იყოს შენი პერსონალური ბრენდი, მნიშვნელოვანია პლატფორმების სწორად შერჩევა. ისეთი პლატფორმა, როგორიცაა LinkedIn დაTwitter, მეტად მნიშვნელოვანია შენი პროფესიული უნარების გამოსავლენად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პლატფორმის გონივრულად გამოყენება არ შეგიძლია, Მაგალითად: Facebook და Instagram შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზუალური და შემოქმედებითი უნარების გამოსამჟღავნებლად.
2. მოაწესრიგე შენი პროფაილი
“Archive” იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ წარსულში გაზიარებული პოსტები გავფილტროთ. ეს დაგეხმარება უკეთ გამოიკვლიო შენი გვერდი და აქტივობები.
ასევე, მოაწესრიგე ინფორმაცია შენს შესახებ, მიუთითე ინტერესები და უნარები, რომლითაც გამოირჩევი.
3. მკაფიოდ განსაზღვრე შენი პიროვნება
შენთვის საჭირო პლატფორმის განსაზღვრის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად მიაწოდო ხალხს ის, თუ ვინ ხარ, რას საქმიანობ, რა არის შენი გატაცება, როგორია შენი მსოფლმხედველობა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე და ა.შ. ყოველთვის იყავი რეალური, რადგან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყალბი ადამიანების ამოცნობა არც ისე ძნელია.
როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არ დაგავიწყდეს გამიჯნო ერთმანეთისგან პროფესიული და პირადი ცხოვრება. LinkedIn-ის პლატფორმა ყველასგან განსხვავებული და უფრო ოფიციალურია, შესაბამისად შენს გვერდზე ყოველდღიური ფოტოებისა ან “სელფების” ატვირთვა არც ისე მიზანშეწონილია.
4. გააზიარე რელევანტური კონტენტი
რელევანტური კონტენტის გაზიარება, რომელიც შენს საქმიანობასა და ინტერესებს პირდაპირ ეხმიანება დამსაქმებლის ყურადღებას მეტად მიიპყრობს. ეს იქნება შენი დაწერილი ტექსტი, თუ სხვისი ნააზრევის გაზიარება, არ დაგავიწყდეს იყო ძალიან ყურადღებით და შენს აუდიტორიას მარტივ ენაზე აუხსნა სათქმელი. ეს დამსაქმებელს აჩვენს, რომ გადმოცემისა და კომუნიკაციის უნარი შენი ძლიერი მხარეა.საბოლოოდ კი გეტყვი, რომ სოციალური მედია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მას სწორად გამოიყენებ, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესო შენი პირადი ბრენდი და დამსაქმებლებიც მოიძიო. ასე რომ, იყავი ყურადღებიანი, ჩამოაყალიბე სტრატეგია და შეუდექი სამსახურის ძებნას Unijobs-ის პლატფორმაზე 🚀
Comments are closed.