რა ხდება მაშინ, როდესაც პირველ სამსახურს იწყებ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღო და საწყის საფეხურად კონკრეტული კომპანია აირჩიო? არ იცი, გაგიმართლებს და ისეთ ადგილას მოხვდები, სადაც შენს განვითარებაზე იზრუნებენ, თუ იმედგაცრუებული გადაშლი პირველ ფურცელს. ეს და კიდევ სხვა ძალიან ბევრი ფიქრი მაწუხებდა 2021 წლის ზაფხულში, ანუ მაშინ, როდესაც პირველი სამსახურის ძიება დავიწყე. დამსაქმებლებზე ინფორმაციის მოძიების პროცესში წავაწყდი თიბისი ლიზინგის HR დეპარტამენტში გამოცხადებულ სტაჟირების შესაძლებლობას.
მუშაობის ორი წლის თავზე ვხვდები, რომ აქედან იწყება მუდმივი განვითარების, ყოველდღიურად საკუთარ თავსა და მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობის ისტორია, რომლის პერიოდშიც სტაჟირებიდან თიბისი ლიზინგის გუნდს შევუერთდი და მუდმივ წევრად ვიქეცი. დღეს HR მენეჯერი ვარ და დამოუკიდებლად ვართმევ თავს პოტენციურ თუ არსებულ დასაქმებულებზე ზრუნვის კონკრეტულ მიმართულებებს.
თავდაჯერებულად შემიძლია ვთქვა, რომ ის რამაც განსაკუთრებით მომხიბლა – ორგანიზაციული კულტურაა, ღირებულები, რომელთაც ვიზიარებთ და არ ვღალატობთ. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ პასუხისმგებლობას ექცევა. აქტიურად ვართ ჩართული პრო ბონო პროექტებში და სხვადასხვა ტიპის სოციალურ საწარმოს ვეხმარებით, ასევე, ვზრუნავთ გარემოზე. რამდენიმე თვის წინ, ტენესთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს ფილიალებში პლასტმასის, ქაღალდისა და ელემენტების შემგროვებელი ურნები განვათავსეთ. ინიციატივას ჩვენი თანამშრომლები ენთუზიაზმით შეურთდნენ და უკვე ყოველდღიურად ვაგროვებთ სხვადასხვა სახის ნარჩენებს, რომლის გადამუშავებაზეც „ტენე“ ზრუნავს.
რადგან ამ თემას შევეხეთ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ გუნდურობა ჩვენი მთავარი მახასიათებელია და მის გამყარებაზე ყოველდღიურად ვზრუნავთ. ვატარებთ პროფესიული კომპეტენციის, თუ კონკრეტული უნარების განვითარებისკენ მიმართულ ტრენინგებს, ვორქშოპებს და ისეთ „თიმბილდინგ“ აქტივობებს, რომელთა შესახებაც კომპანიის გარეთაცაა ცნობილი. სამსახურის მაძიებლები გასაუბრების ეტაპზე აღნიშნავენ ხოლმე, რომ სმენიათ ჩვენი გუნდის და ღონისძიებების შესახებ და დასაქმების ერთ-ერთი მოტივაციაც ეს არის.
წელს 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ჩვენი პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან გამოწვევებს ვხვდებით, ვმუშაობთ იმაზე, რომ ლიზინგის, როგორც დაფინანსების ინსტრუმენტის პოპულარობა გაიზარდოს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ამ არც თუ ისე პატარა საქმეში ისეთ ადამიანები გვჭირდება, რომელთაც არ ეშინიათ გამოწვევების, მეტიც, თავად არიან ინიციატორები, გაბედულები, სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებულები და გრძნობენ, რომ რეალურად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით გვჯერა „ახალი ძალის“, ვაცხადებთ სტაჟირებებს სხვადასხვა დეპარტამენტში და ვთავაზობთ ახალგაზრდებს დასაქმებას მაშინაც კი, თუ გამოცდილება არ აქვთ. სტუდენტებს მოქნილ გრაფიკს, უნარებისა და კომპეტენციის ყოველდღიურ განვითარებასა და დასაქმების პერსპექტივას ვთავაზობთ. თავადაც ასე მოვხვდი ჩემს პირველ სამსახურში, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ფუჭი დაპირება არაა და განსაკუთრებით მონდომებული სტაჟიორების უმეტესობა გუნდის მუდმივი წევრი ხდება. მაგალითად, გასულ წელს მათმა რიცხვმა რამდენიმე ათეული შეადგინა, წელსაც ზრდის არანაკლები პოტენციალი გვაქვს.
Unijobs-ი სამსახურის დაწყების სურვილის მქონე მოტივირებულ ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. ვებ-გვერდზე თავსდება ახალგაზრდებზე მორგებული ვაკანსიები, სადაც ფუნქცია-მოვალეობები და მოთხოვნილი კვალიფიკაცია შეესაბამება გამოუცდელი ადამიანის უნარებს. აქედან გამომდინარე, ვაკანსიების დათვალიერებისა თუ სამსახურის მოძიების პროცესი ბევრად უფრო მარტივია.
მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც ახლა დგამს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს და კარიერულ თავგადასავალს იწყებს. დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ თავში პოტენციალის, ინტერესებისა და კომპეტენციის განუზომელ ხარისხსს აღმოაჩენთ.